„მერაბიშვილი თავისუფალია, ის მერაბიშვილი - ორი გვამის სიმბოლო, ეგეც გავატაროთ, მაგრამ ახლა ისევ იმუქრება და დამხობას გვიპირებს? სად გვაბრუნებს, ჰკითხეთ ვინმემ?“ - წერს ფეისბუქ-მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი.
„მერაბიშვილი თავისუფალია, ის მერაბიშვილი - ორი გვამის სიმბოლო, ეგეც გავატაროთ, მაგრამ ახლა ისევ იმუქრება და დამხობას გვიპირებს? სად გვაბრუნებს, ჰკითხეთ ვინმემ?
- მე ეგ იმდენად არ მაინტერესებს, ვერავინ ვერაფერს დაამხობს, აი, იმ ახალგაზრდების ტვინში ჩამახედა, სისტემა უნდა დაინგრესო, რომ ამბობენ, და ამ სურათში მოყვანილ სისტემას გულისხმობენ?
ანუ ძველ სისტემაში გვაბრუნებენ? ახსნან, რა სისტემა უნდა დაინგრეს? ან მაგათ უკან ვინც დგას, რომ ვიცით, გავატაროთ? აი, მაგას არ გავატარებთ, თითოეული შევეწირებით და მოლაშვილების, გირგვლიანების და რობაქიძის ისტორიებს თავიდან არ დავუშვებთ“,- წერს ირმა ხახუტაიშვილი.
ინფორმაციისთვის, ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დილით დატოვა, რა დროსაც მან საზოგადოებას „გარანტია მისცა“, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება.