logo_geo
eng_logo
არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში ბრალდებული დედა და დეიდა დამნაშავედ იქნენ ცნობილი
- +

20 თებერვალი. 2020. 15:02

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში (ტრეფიკინგში) ბრალდებულები ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულში.

 

ბრალდების მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ ქ.პ-მ  და მისმა დამ ა.პ-მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სარგებლის მიღებისა და ექსპლუატაციის მიზნით, 2018 წლის ივნისში გადაიბირეს ქ.პ-ს არასრულწლოვანი  - 8, 9, 6 და 11 წლის შვილები, რომლებსაც იძულებითი მათხოვრობით 2019 წლის 18 ივლისამდე უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ხოლო ბავშვების მიერ მათხოვრობის შედეგად შეგროვებულ თანხებს დედა და დეიდა სრულად ისაკუთრებდნენ.

 

სამართალდამცველებმა ქ.პ. და ა.პ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 18 ივლისს, ქ.ბათუმში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად ორი ან მეტი არასრულწლოვანის მიმართ იძულებით ჩადენილი შრომითი ექსპლუატაცია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.   

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ქ.პ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 5 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით.   ა.პ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 4 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner