logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მერაბიშვილი თავად არის დამხობილი და არ მინდა, დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო
- +

20 თებერვალი. 2020. 15:10

 

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ. აღნიშნული კომენტარი მან ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

ღარიბაშვილის შეფასებით, მერაბიშვილი თავად არის დამხობილი და დღეს რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს, სასაცილოა.

 

„არავითარი განსაკუთრებული არ მომხდარა და არც მოხდება. ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ ბოროტი, დანაშაულებრივი სისტემის, რომელიც მან შექმნა სააკაშვილთან, ბოკერიასთან და სხვებთან ერთად. ის, რომ დღეს კიდევ ბედავს ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე ამ გარყვნილი, ბინძური სისტემის, რომელიც მათ შექმნეს და წლების განმავლობაში მართავდნენ ამ რეჟიმით, ასეთი განცხადების გაკეთებას, რა თქმა უნდა, ეს არის ღიმილის მომგვრელი. ის თავად არის დამხობილი და მე არ მინდა, დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner