logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: ჩემთვის წითელი ხაზია ნაცებისა და ევრონაცების გვერდით დგომა
- +

20 თებერვალი. 2020. 15:16

 

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დიახ, ჩემთვის წითელი ხაზი არის ნაცებთან და ევრონაცებთან გვერდით დგომა, იცით, რატომ, აი, იმიტომ, რომ თქვენნაირი უტიფარი არა ვარ და „პოლიტიკაში მუდმივი პარტნიორები არ არსებობენ“ - ეგ თქვენი ბოზური ფორმულა ჩემთვის არ არსებობს. ხალხს, რომელსაც 9 წელი ვეჩხუბე, ვეომე, ვეჯიკავე, ყველა მეთოდით და ხერხით, სულ რომ ფრთები ამოუვიდეთ, ანგელოზები გახდნენ და სიმართლე იღვენთებოდეს „ბაგეთა მათგან“ (ისემც მაგათ რა ვუთხარი, მარა მაინც), იმათ გვერდით ვერ და არ დავდგები... რა ვქნა, მე ჩემი პრინციპები მაქვს, თქვენ პრინციპები საერთოდ არ გაგაჩნიათ და ესაა ჩვენს შორის სხვაობა...“ - წერს ფოფხაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner