logo_geo
eng_logo
„შე მაგარო ბიჭო!“
- +

13 ივნისი. 2016. 15:22


სოციალურ ქსელში ყავარჯნებზე დაყრდნობილი ახალგაზრდა ბიჭის ფოტო ვრცელდება, რომელიც სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად სხვა მოხალისეებს ეხმარება.



„შე მაგარო ბიჭო... არ ვიცი, ვინ ხარ, სად ცხოვრობ, რას საქმიანობ... ირტყამ თუ არა „მუშტს", სუფრაზე სამშობლოს დღეგრძელობისას... არ ვიცი, დაგირგია თუ არა ხე, მოგივლია თუ არა ცხოველებისთვის... არ ვიცი შენს შესახებ არაფერი, მაგრამ შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო შენზე... „შე მაგარო ბიჭო, გიყურებ და ცრემლებით მევსება თვალები, ისეთი ძლიერი ხარ და ისეთი ადამიანური, ძნელია, შენს მიმართ მადლიერება და სიყვარული არ გამოვხატო... მადლობა ყველაფრისათვის, ყოველი ნაბიჯისათვის... შენს მდგომარებაში მყოფ ადამიანებს აქეთ „უვლიან",  შენ კი... შენ კი... ადექი და გამოხვედი ყავარჯნებით, სამშობლოს მოსავლელად, იცი, რა მაგრი ბიჭი ხარ? შენ გგონია, რომ ვალი მოიხადე სამშობლოს წინაშე?... შენ გგონია, ეს წესია და არაფერი განსაკუთრებული არ ჩაგიდენია?...მაგრამ ცდები... შენ მართლა, ვაჟკაცობის და პატრიოტობის მაგალითი ხარ, შენ დამანახე, თუ მოვინდომეთ, უფალი ყოველთვის მოგვცემს ძალას რაღაც კარგის გასაკეთებლად... შენ დამანახე, როგორი უნდა იყოს მამაკაცი და მის ლექსიკონში არ უნდა არსებობდეს „არ შემიძლია"... ნამდვილ ვაჟკაცებს ყველაფერი შეუძლიათ... და შენ მაგალითი ხარ...მაგალითი ჯერ ადამიანობის და შემდეგ პატრიოტობის... მადლობა, უფალმა სიკეთით გადაგიხადოს... და თუ სადმე შემთხვევით შემხვდი, აუცილებლად მოვალ და გეტყვი...„შე მაგარო ბიჭო..."- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


საზოგადოებაში აღნიშნულმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სოციალური ქსელის წევრები ახალგაზრდა ბიჭის გადაწყვეტილებას გმირობის მაგალითს უწოდებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner