თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის ასოცირებული პროფესორი, ფეისბუქ-მომხმარებელი ზვიად კირტავა საპატიმროს დატოვების შემდეგ ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ შს ყოფილი მინისტრი ჯერ დუმს, რამდენი გვამი უნდა.
„მერაბიშვილი ხელისუფლების დამხობას აანონსებს და ჯალათების ციხიდან გამოშვებას. ციხეს როგორ გაავსებს ხალხით და რამდენი გვამი უნდა, ჯერ დუმს“, - წერს ზვიად კირტავა.
ინფორმაციისთვის, ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დილით დატოვა, რა დროსაც მან საზოგადოებას „გარანტია მისცა“, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება.