„კონგრესმენების წერილებში მოყვანილ ფაქტებში იყო აშკარა ტყუილებიც და ეტყობოდა, რომ ეს იყო ლობისტური ჯგუფებისა და იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მუშაობის შედეგი, რომლებიც ახლოს არიან აშშ-ის კონგრესთან, სენატთან და ადმინისტრაციასთან.“ - ამის შესახებ ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ, ჟურნალ „თბილისელებთან“ აშშ-ის კონგრესმენების მიერ გამოგზავნილ წერილებსა და აშშ-ზე საუბრისას აღნიშნა.
„მე ვერ ვიტყვი, რომ კონგრესმენების წერილებში მოყვანილი ფაქტებიდან არც ერთი არ შეესაბამებოდა სიმართლეს, იყოს სიმართლესთან ახლოს მყოფი ფაქტებიც, მაგრამ იყო აშკარა ტყუილებიც და ეტყობოდა, რომ ეს იყო ლობისტური ჯგუფებისა და იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მუშაობის შედეგი, რომლებიც ახლოს არიან აშშ-ის კონგრესთან, სენატთან და ადმინისტრაციასთან.
გარდა ამისა, არის კიდევ ერთი გარემოება: ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რა ამოძრავებს აშშ-ს, როგორც საქართველოს მთავარ პარტნიორს.
ჩემი აზრით, ამერიკის მიზანი, საქართველოში დემოკრატიის პრინციპების დაცვაა“, - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.