logo_geo
eng_logo
ზაზა კევლიშვილი: არავინ დაუშვებს გაავებული ბრიყვებისა და მკვლელების კვლავ ხელისუფლებაში მობრუნებას
- +

20 თებერვალი. 2020. 16:31

 

„5 წუთის წინ გამოსული, მრავალი ადამიანის მკვლელობისა და გაუბედურების მთავარი არქიტექტორი და შემსრულებელი, უკვე ხელისუფლების დამხობაზე საუბრობს“,- ამის შესახებ მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, სახეზეა „ნაცმოძრაობის“ ძალმომრეობითი ფსიქიკის პერსონალური განსახიერების ტოტალური დეგრადაცია.

 

„ჰონორი, რომელიც გვამების მოყვარულ მერაბიშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ აქვს, სიბრიყვესა და საკუთარი დანაშაულის სრულ გაუცნობიერებლობაზეა დამყარებული. 5 წუთის წინ გამოსული, მრავალი ადამიანის მკვლელობისა და გაუბედურების მთავარი არქიტექტორი და შემსრულებელი უკვე ხელისუფლების დამხობაზე საუბრობს. ეს, ზოგადად, „ნაცმოძრაობის“ საბედისწერო შეცდომაა. ეს არის გუშინდელი კვესიტაძის რიტორიკის გაგრძელება, შემთხვევითი არაა, რომ ყოფილი ძალოვნები და მათი ცოლები იმუქრებიან, რადგან ხელისუფლებაში ყოფნისა და ძალაუფლების ილუზია ჯერ კიდევ ღრმად აქვთ გამჯდარი ტვინში. მოკლედ, სახეზეა „ნაცმოძრაობის“ ძალმომრეობითი ფსიქიკის პერსონალური განსახიერების ტოტალური დეგრადაცია. ამდენი ადამიანი გააუბედურო, ამხელა დანაშაულები ჩაიდინო და შენი სტრატეგია კვლავ მუქარა და შურისძიება იყოს, არ გამოხატო თუნდაც ფარისევლურად 2 გრამი სინანულის გრძნობა - ამას ბრიყვის გარდა არავინ გააკეთებდა, მაგრამ ხალმა ამ წლების განმავლობაში ბევრი ისწავლა, არავინ დაუშვებს გაავებული ბრიყვებისა და მკვლელების კვლავ ხელისუფლებაში მობრუნებას“, - წერს ზაზა კევლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner