logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: გია კრიალაშვილის საქმეზე რატომ არ აგო მერაბიშვილმა პასუხი?
- +

20 თებერვალი. 2020. 17:45

 

„ნაციონალური რეჟიმის“ დროს მოკლული ახალგაზრდის, გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე „რეპორტიორთან“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების საკითხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არსებობს უამრავი სხვა დანაშაულიც, რაზეც ვანო მერაბიშვილმა პასუხი უნდა აგოს.

 

მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, მერაბიშვილი თავისუფლად არ უნდა დადიოდეს.

 

„მერაბიშვილი კი გამოვიდა, მაგრამ მე მას ვეკითხები ახლა, -  ჩემი გიორგი სად არის? სად არის გურამ შარაძე? კრიალაშვილი სად არის? მაგან რომ ბრძანა, ორი გვამი მომიტანეთო, კრიალაშვილის გვამი ხომ მიართვეს? რატომ არავინ სთხოვს იმ საქმეზე პასუხს? გია კრიალაშვილის საქმეზე რატომ არ აგო მერაბიშვილმა პასუხი? არ იციან, ვინ მოკლა? არ იციან, ვინ შეასრულა? - მერაბიშვილმა ბრძანება გასცა, რომელიც იმ პერიოდისათვის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ორი გვამი მომიტანეთ და დიდი პრემია იქნებაო და გია კრიალაშვილი მოკლეს მეორე თუ მესამე დღეს, ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ? და ეს კაცი თავისუფლად უნდა დადიოდეს?“ - განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს, რომელიც საპატიმროდან დღეს გათავისუფლდა,  ბრალი რამდენიმე საქმეზე ედებოდა. მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner