logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ორი გვამი“, - ეს სიმბოლური ნათქვამია, თორემ, გვამების მეტი რა ჰქონდათ!
- +

20 თებერვალი. 2020. 18:13

 

„სისტემა იყო დანაშაულებრივი და მის არსებობას არავინ უარყოფს. გამოვიდა მერაბიშვილი და პირველივე განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „რეპორტიორთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ მოიაზრებოდა ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ ნახსენებ „ორ გვამს“ შორის, რადგან ეს მხოლოდ სიმბოლური ნათქვამი იყო.

 

„ვინ მოიაზრება, რა მნიშვნელობა აქვს? რატომ არ მოიაზრება, მაგალითად, ის ადამიანი, რომელსაც ვითომ დენმა დაარტყა და მაღაზიის თავზე შემოდეს? ყველაფერი მოიაზრება, რასაკვირველია! იმ პერიოდის რეალობაა, რომ ეს ან კრიალაშვილი ყოფილიყო, ან ვინმე სხვა, ვინც თუნდაც მანქანაში ჩაცხრილეს. მართლა დამნაშავეც რომ ყოფილიყო ადამიანი, თავისუფლად შეეძლოთ დაეჭირათ, რატომ კლავდნენ? 

 

საერთოდ, „ორი გვამი“, - ეს სიმბოლური ნათქვამია, თორემ, გვამების მეტი რა ჰქონდათ! ვალერი გელაშვილი რომ ავიღოთ, ფაქტობრივად, მოკლეს კაცი, შემთხვევით გადარჩა. სისტემა იყო დანაშაულებრივი და მის არსებობას არავინ უარყოფს. გამოვიდა მერაბიშვილი და პირველივე განცხადებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს იყო სწორი და ასე უნდა ემართათ ქვეყანა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს, რომელიც საპატიმროდან დღეს გათავისუფლდა,  ბრალი რამდენიმე საქმეზე ედებოდა. მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner