logo_geo
eng_logo
ლია კრიალაშვილი: სად არის გია კრიალაშვილი? როდის დაგვიბრუნდება? მასაც ელოდებოდა დედა 8 წლის მანძილზე
- +

20 თებერვალი. 2020. 18:42

 

დაღუპული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ვანო, დღეს გამოდიხარ ციხიდან, უბრუნდები ოჯახს, ალბათ, დედაც გყავს, რომელიც მოუთმენლად გელოდება, ცოლისგან განსხვავებით, გელოდება გაზრდილი შვილიც, მოკლედ, დღეს ბედნიერები ხართ, ვანო, სად არის გია კრიალაშვილი, როდის დაგვიბრუნდება? მასაც ელოდებოდა დედა 8 წლის მანძილზე, ბოლომდე ვერ იჯერებდა შვილის სიკვდილს, მის ლოდინში დალია სული, მასაც უნდოდა, ისევ ჩახუტებოდა მის ვაჟკაც შვილს. მაგრამ განაჩენი ხომ შენ გამოუტანე. მისი შვილის გვამი ხომ შენ მოითხოვე, რომ შენი მბრძანებლისთვის გესიამოვნებინა. ვანო, აი, ამიტომ საუკუნოდ იყავი დაწყევლილი შენი ოჯახით, იმ ბიჭების სისხლში ჩაიხრჩვი, რომლებიც სასიკვდილოდ გაიმეტე და რომლის დედებიც გაამწარე“, - წერს კრიალაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner