logo_geo
eng_logo
დიღმის მასივის მესამე კვარტალში ასფალტის მოწესრიგება სრულდება
- +

20 თებერვალი. 2020. 18:46

 

დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. დიღმის მასივის მესამე კვარტალში 34-ე კორპუსის მიმდებარედ, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

 

გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ დაახლოებით, 1000 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა დააგო, ტროტუარების მოასფალტება კი დღესვე დასრულდება. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, იგეგმება მეორე ფენა ასფალტის დაგება.

 

სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია „ბი ემ სი“ ახორციელებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით, 34 000 ლარი გამოიყოფა.

 

ასფალტის მოწესრიგების პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო.

 

ასფალტის მოწესრიგების პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner