„მე გაძლევთ გარანტიას, წლის ბოლომდე ხელისუფლების დამხობის მერე ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის... ვამბობ, რომ ვინც მე ვიცი, ვინც ამ ციხეში ზის, ყველა არის პოლიტიკური პატიმარი“, - ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.
ვის მიიჩნევს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი პოლიტპატიმრად და ვისთვის გეგმავს ციხის კარის ფართოდ გაღებას „ხელისუფლების დამხობის შემდეგ“?
ე.წ. მატროსოვის ციხეში ამჟამად დაახლოებით 30 პატიმარი იხდის სასჯელს. ამ დაწესებულებას ხშირად „ძალოვნების ციხესაც“ უწოდებენ, რადგან ძირითადად იქ სწორედ ყოფილ ძალოვნებს ათავსებენ.
„მატროსოვის“ პატიმრების არასრული სია ამგვარად გამოიყურება:
კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც 2014 წლის მარტში დააკავეს. ის დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში. საუბარია 2006 წლის ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რა დროსაც სამი ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს.
კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე. დამნაშავედ ცნეს კომპიუტერული მონაცემების უკანონო გამოყენების და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეში. ასევე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე, რომლის არსებითი განხილვა სასამართლოში ამჟამადაც მიმდინარეობს.
კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ასევე ფიგურირებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შექმნის საქმეში. გარდა ამისა, ის ბრალდებულია 26 მაისის და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეებშიც.
ყოფილი პოლიციელი, რომელიც დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში. საქმე ეხება საკუთარი შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქებას.
კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი. მსჯავრდებულია ცინდელიანის გახმაურებულ საქმეში (თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მკვლელობის მცდელობა). მოწმეების ჩვენებით, შამათავამ ახალგაზრდა მამაკაცი, დავით ცინდელიანი შავ ზღვაში ნავით გაიყვანა, ხელ-ფეხი შეუკრა, იარაღი ესროლა და ზღვაში გადააგდო. ცხედარი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი. მსჯავრდებულია ე.წ. კასრების საქმეზე. 2013 წელს, სამეგრელოში, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში აღმოაჩინეს კასრებით ჩამარხული ვიდეოფირები, სადაც ადამიანების წამების, მათ შორის გაუპატიურების სცენები იყო გადაღებული.
ციხის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სასჯელაღსრულების N6-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით გაასამართლეს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი. გასამართლებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების, ასევე ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. ციხის ბუნტის ეპიზოდზე კი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდება, ისევე როგორც ნასამართლეობა 2013 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით მოეხსნა.
ციხის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენით დამნაშავედ ცნეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში.
შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი. მსჯავრდებულია ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.
კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი. მსჯავრდებულია ბუტა რობაქიძის საქმეზე.
შსს-ს სპეცრაზმის ყოფილი წევრი. მსჯავრდებულია ე.წ. კორტების საქმეში. 2006 წლის 2 მაისს კრიმინალური პოლიციის მიერ კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლე შეეწირა.
ციხის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მსჯავრდებულია პატიმრების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში.
ციხის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ასევე პატიმრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით გაასამართლეს.
მსჯავრდებულია პატიმრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით.
ძველი თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი. დამნაშავედ ცნეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერის ბრალდებით.
კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი. დამნაშავედ ცნეს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე.
კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღლჩინოსანი. დამნაშავედ ცნეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე.
კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი. მსჯავრდებულია ე.წ. კორტების სპეცოპერაციის და ასევე ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში.
გლდანის ციხის ყოფილი ინსპექტორი, რომელიც პატიმრების მიმართ ძალადობის საქმეში ფიგურირებს.
თბილისის ყოფილი მერი. ის მატროსოვის ციხეში ერთხელ უკვე იხდიდა სასჯელს, თუმცა რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო განაჩენით ის დამნაშავედ ცნეს თბილისის განვითარების ფონდიდან დიდი ოდენობით თანხის (48 მილიონი) მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით და სასჯელის სახით დამატებით 3 წელი და 2 თვე განესაზღვრა.