ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„აქამდე ხმას არ ვიღებდი, მაინც პატიმარი ერქვა მაგ ჯიშმო@@ნულს, თან მეგონა, ინანიებდა და ახლა, კატეგორიულად მოვითხოვ გენპროკურორ შოთაძისგან, გაარკვიოს მათხოვარი, მართლა ცალ-ცალი „კალოშით“ ხელისუფლებაში მოთრეული მერაბიშვილ-სალაყაიას და მათი ახლო ნათესავების მრავალი მილიონის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონების წარმომავლობა! ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილის ხროვა, რომლებიც მართლა გაღლეტილები მოვიდნენ ხელისუფლებაში, დღეს არიან მილიარდერ-მულტიმილიონერები და ფლობენ დიდ ქონებას, აქვთ უზარმაზარი შემოსავლები!!!
ჩამოერთვათ უკანონოდ შექმნილი ბიზნესები, რისთვისაც მთელ კანონმდებლობებს ცვლიდნენ, რომ მონოპოლიზებული და იოლად სამართავი ყოფილიყო..
რა, მე ვიცი და გენპროკურორმა შოთაძემ არ იცის მთელი ეს სქემები? თუ არ იცის, დაუყენეთ მრჩევლად ლაშა ნაცვლიშვილი, მას ახსოვს გადასარევად ყველა „საქმე“, როგორ ხდებოდა უზარმაზარი ბიზნესების წართმევა, გადაქაჩვა, გაჩერება, ხელოვნურად დაზიანება, ღამით გადაფორმება და მერე სახელის გადარქმევა, „გასუფთავება“... ჯერ მარტო ის რად ღირს, ცრუ ქათმის გრიპი და ღორის გრიპი რომ გაათამაშეს , ამ მიზეზით მთელ საქართველოს გააწყვეტინეს ფრინველი და საქონელი, სამაგიეროდ ბენდუქიძის ქათამი და ბრაზილიური ხორცი იყიდებოდა ლიწინ-ლიწინით!.. მარილიდან დაწყებული, ნარკოტიკის და იარაღით ვაჭრობით დამთავრებული, ყველაფერი იკადრეს ამ ნაძირალებმა! ჰილარი კლინტონის ყურამდეც კი მივიდა, თუ გგონიათ, მარტო კეზერაშვილი ვაჭრობდა და სააკა-ბიძიანად არ ეჯდა ბოსად?! რამე არის, რაც არ იკადრეს?!
ბიზნესმენები ორ ქვითარზე რომ იხდიდნენ საპროცესოებს, აქედან ერთი ძალიან უცნაური ანგარიში იყო, მე მახსოვს და სხვას არა? თუ ახალგაზრდაა შოთაძე, მიახმარეთ ნაცვლიშვილი და ნაცვლიშვილმა მოგვიყვეს, როდის აღდგება სამართალი ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინც რიგში დგას და ამდენი წელია ელოდება!.. რადგან პირველ რიგში, სწორედ ამ დაუსრულებელმა საქმეებმა დააკარგვინა „ოცნებას“ ასიათასობით გულგატეხილი ამომრჩეველი!.. ათასობით დაქცეული ადამიანი უყურებს ყოველდღე, როგორ დაგრიალებენ უძვირფასესი მანქანებით ნაცხლისტი ბანდერლოგები, ცხოვრობენ მაგარ „ბაითებში“, მაგარ „მაყუთსაც“ ჭრიდნენ და დღესაც არ აკლებენ, საკუთარი კაფე-ბარ-რესტორნებიც არ აკლიათ, უამრავი უკანონოდ მოპოვებული ფართები გაქირავებული და კიდევ აქეთ „გორლაზე“ არიან... კბილაშვილიდან - შოთაძემდე რომელი გენპროკურორის მუშაობით უნდა ვიყო აღფრთოვანებული, მითხარით ერთი?!
და რა დავუჯერო ლაშა ნაცვლიშვილს, რომ დასავლელ „მეგობრებს“ მკვლელზე, მექრთამეზე და ბიუჯეტის ყაჩაღზე ვერ დავუმტკიცეთ დამნაშავეობა?! ლობისტებთან მუშაობა რაღა პრობლემაა?!
ბოლო-ბოლო, ამდენი უსამართლოდ გამწარებას, პირადად დალაპარაკება და დარწმუნება, რომ ნაყაჩაღარი ქონება დაებრუნებინა ყოფილი პატრონისთვის, ვიდრე სერიოზული სამართლებრივი პრობლემები შეექმნებოდა, ესეც რთული იყო?! რაღაც არ მგონია... ჰოდა, ამას გითვლით გამწარებული ხალხი „დაკიდებაში“, რომ სახელმწიფო გვერდში არ დაუდექით, მარტო დატოვეთ მის ხარჯზე გამილიონერებული ნაცების წინააღმდეგ, რომელსაც ვერ ერევა იმიტომ, რომ საშუალება აღარ აქვს, აღარც ფინანსები და აღარც ჯანმრთელობა უწყობს ხელს, რომ ედავოს, ჯერ პროკურატურა უჯანჯლებს საქმეს, შეიძლება ისევ ის პროკურორიც კი შეხვდეს და რას გამოიძიებს? მე გავაწეწინეო? და მერე კიდევ, როდის მივა სასამართლომდე ეს საქმე და რა განაჩენი დაიდება, როდესაც არ არსებობს პოლიტიკური ნება ასეთი საქმეების დაჩქარების?! საქმეს ისიც ართულებს, რომ საკმაოდ ეშმაკურად და ჭკვიანურად აქვთ გადაფორმებულ-გასუფთავებული იურიდიულად... მიხვდებით, რასაც ვამბობ, ამ ყველაფერს სჭირდება პრემიერის და გენპროკურორის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება!..
თუ არა და, ლოდინში ურმით მოდის სამართალი, ან საერთოდ ვერ აღწევს ადრესატამდე... ბევრი მძიმედ დაავადდა, ბევრი გარდაიცვალა კიდეც, ამდენი ნერვიულობისგან...
ალაგ-ალაგ კი იგებს ხალხი, მაგრამ ნამდვილად არ მომწონს, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტი ზარალდება... გადაიხადონ მათ, ვინც დააზარალა ეს ადამიანები!
კატეგორიულად მოვითხოვ, დამნაშავე - მექრთამე, ყაჩაღი და სახელმწიფო ბიუჯეტის ვირთხა საჯარო მოხელეების ქონების კონფისკაციის შესახებ დამუშავდეს შესაბამისი კანონპროექტი და მიიღონ მკაცრი ზომები!!! ეს კანონი ყველას მოუხდება, წარსულსაც და მომავალსაც!“ - წერს გიორგობიანი.