logo_geo
eng_logo
მარტვილში გარე მოვაჭრეების პრობლემა მოგვარდება
- +

20 თებერვალი. 2020. 19:48

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში აგრო-ბაზარი აშენდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილეებთან ალექსანდრე ხურცილავასთან და აკაკი ხუნწელიასთან ერთად გარე მოვაჭრეებს შეხვდა და მათ მიაწოდა ინფრომაცია აგრო-ბაზრის მშნებლობაზე.

პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  სავაჭრო პავილიონი,  სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. 

აგრო-ბაზრის  მოწყობისთვის  120 000 ლარი გამოიყო. პროექტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი 60 000 ლარით და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 60 000 ლარით დააფინანსებს.

პროექტი გარე მოვაჭრეებთან კონსულტაციით და მათი ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდება.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner