logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას
- +

20 თებერვალი. 2020. 19:53

 

 

„საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას,“ - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში გასული წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

 

მთავრობის მეთაური დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან დომინიკ რააბს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

 

„გასული წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფომ, მედიამ და ბიზნესსუბიექტებმა სრულიად უგუნური კიბერთავდასხმა განიცადეს. ეს შეუწყნარებელი აქტი მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას. დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ძლიერ მხარდაჭერას“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner