logo_geo
eng_logo
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვენაში ODIHR-ის დირექტორს შეხვდნენ
- +

20 თებერვალი. 2020. 20:05

 

 

ავსტრიის დედაქალაქში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაცია ეუთო/ოდირის დირექტორს, ინგებორგ გისლედოტირს შეხვდნენ.

 

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ამ კუთხით საკანონმდებლო ორგანოს როლსა და ჩართულობაზე ისაუბრეს.

 

ოდირის დირექტორმა საქართველოსა და ოდირს შორის არსებული თანამშრომლობა  დადებითად შეაფასა  და აღნიშნული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საპარლამენტო დელეგაციის წევრმა,  ირაკლი კობახიძემ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოდირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

 

შეხვედრაზე დელეგაციის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ და დელეგაციის წევრებმა, ირაკლი ბერაიამ და ირაკლი კობახიძემ აღნიშნეს, რომ ხელისუფლების მიდგომას  დადებითი წინასაარჩევნო და საარჩევნო გარემოს შექმნა და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობაში წარმოადგენს.

 

შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრები და ოდირის დირექტორი აქტიურ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner