logo_geo
eng_logo
საფრანგეთის მთავრობა ევრო 2016-ის მასპინძელ ქალაქებში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვას ითხოვს
- +

13 ივნისი. 2016. 15:47



„BBC"-ის ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობა ევრო 2016-ის მასპინძელ ქალაქების მმართველ ორგანოებს ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვისკენ მოუწოდებს.

მარსელში მომხდარი არეულობების გათვალისწინებით, საფრანგეთის მთავრობა მიზანშეწონილად მიიჩნევს, სტადიონებზე, მათ მახლობლად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ ზონებში ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალოს.



მე ვთხოვე ყველა აუცილებელი ზომის ამოქმედება იმისთვის, რომ აიკრძალოს ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა, მოხმარება და ტრანსპორტირება მატჩების დღეს, ასევე მატჩების წინა დღეებში და მატჩების შემდეგ, როდესაც ფან-ზონები ღიაა.

ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვა შეეხება საზოგადოებრივ ადგილებსა და მაღაზიებს", - განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნვმა.



ინგლისისა და რუსეთის ნაკრებების გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner