logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი: ვანო მერაბიშვილს ენამ ხომ არ უყივლა? – მან თქვა 9 წელი და 6 თვე გავატარე საპყრობილეშიო
- +

20 თებერვალი. 2020. 20:10

 

 

„ვანო მერაბიშვილი გადაარჩინეს იმით, რომ ციხეში ჩასვეს,“ – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა ექსპრემიერის მიერ ციხის დატოვების შეფასებისას „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ვანო მერაბიშვილი გადაარჩინეს იმით, რომ ციხეში ჩასვეს – იმდენი მკვლელობა და სიბოროტე ჰქონდა ჩადენილი. 6 წელი და 9 თვე იყო საპატიმროში. თვითონ, რაღაც ენამ ხომ არ უყივლა – 9 წელი და 6 თვე თქვა და ხომ არ შეაბრუნებენ მომავალში? ფაქტობრივად გადაარჩინეს“, – განაცხადა კვიციანმა.

 

„ზუსტად 9 წელი და 6 თვე ვიყავი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში, კმაყოფილი ვარ იმით, რომ არ წავედი კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, ჩემი საკუთარი თავის წინაშე“, – ეს არის პირველი სიტყვები, რომელიც ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ თქვა.

 

თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ექსპრემიერმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. საპატიმროსთან მას მხარდამჭერები დახვდნენ.

 

2013 წელს დაკავებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე. 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ბრალდების რიგით მეექვსე საქმეზე განაჩენი მალევე უნდა გამოცხადდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner