logo_geo
eng_logo
ვატო შაქარაშვილი: არავინ დაუშვებს საქართველოში მერაბიშვილის ბოგინს!
- +

20 თებერვალი. 2020. 20:21

 

 

საკრებულოს წევრები ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ვანო მერაბიშვილი თავისი სისხლიანი შლეიფით (მშვიდობიანი მიტინგების დარბევით, წამებით, უდანაშაულო ადამიანების მკვლელობებით, ტელევიზიებში შევარდნებით, პოლიციური ტერორით, ორი გვამით...), ქართული ოცნებისთვის იდეალურია ვიზავია, რადგან როგორი უსახურიც არ უნდა იყოს ხელისუფლება მერაბიშვილის ფონზე საზოგადოებას სიმპათიურად მოეჩვენება!

ამ დამნაშავე ადამიანის ყოველი საჯარო აქტივობა უამრავ ადამიანში გააღვიძებს იმ ტკივილს, რომელსაც წლების განმავლობაში აყენებდა ის ათასობით ოჯახს. სამართლიანობის აღდგენის ჩავარდნილი პროცესის შედაგად ისედაც ღიად დარჩენილ ჭრილობებზე მარილის მოყრაა მერაბიშვილის თავისუფლება, მისი მუქარა და ამბიციები.

ქართული ოცნების გაუმართლებელი შეცდომების და უნიჭო პოლიტიკური თამაშების შედეგად ქვეყანა არაერთხელ დადგა რევანშის საფრთხის ქვეშ, მაგრამ ის რაც ვერ(არ) შეძლო ქართულმა ოცნებამ, შეძლო ქართულმა საზოგადოებამ!

ასე იქნება ყოველთვის, არავინ დაუშვებს საქართველოში მერაბიშვილის ბოგინს!“ - წერს ვატო შაქარაშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner