logo_geo
eng_logo
ჩემპიონატი "მთის ეტლი თხილამურებით - ბაკურიანი 2020" გაიმართა
- +

20 თებერვალი. 2020. 20:47

 

 

პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, მიმდინარე წლის 17 თებერვალს, დაბაბაკურიანში პირველად საქართველოს ისტორიაშიგაიმართა ჩემპიონატი "მთის ეტლი თხილამურებით - ბაკურიანი 2020", რომელშიც მონაწილეობა მიიღესსამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარმოქმედებაში დაჭრილ–დაშავებულმა სამხედრომოსამსახურეებმა და ვეტერანებმა. ჩემპიონატიჩატარდა ოლიმპიური სისტემით, რომელშიც  19–მამონაწილემ იასპარეზა თბილისის, გორის, ქუთაისისადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.  

 

ინდივიდუალურ ასპარეზობაში გამოვლინდა სამიგამარჯვებული: რეზო გორგაძე, ალიკა გითოლენდიადა ვეფხვია გელაშვილი, ხოლო გუნდურ შეჯიბრშიპირველობა არავის დაუთმო ზუგდიდისმუნიციპალიტეტის მერიის სამეულმა, რომლისშემადგენლობაშიც ასპარეზობდნენ: ლადო შონია, პაპუნა სულუხია და თემურ იზორია. ჩემპიონატისინდივიდუალურ გამარჯვებულებს გადაეცათგარდამავალი თასები, მედლები, დიპლომები დაპროექტის სპონსორების მიერ დაწესებული ფულადიპრიზები. ჩემპიონატი სისტემატურ ხასიათს მიიღებსდა მასში სულ უფრო და უფრო მეტი მონაწილეჩაერთვება საქართველოს მასშტაბით.

 

ახალგაზრდული მედია-კავშირი და ჩემპიონატისმონაწილეები მადლობას უხდიან პროექტისმხარდამჭერებს თბილისის, გორის, ქუთაისისა დაზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიებს, საქართველოსთავდაცვის სამინისტროს,  ვეტერანთა საქმეებისსახელმწიფო სამსახურსა და კომპანიებს: „ევროპაბეთს“, „სოკარს“,“ ტოიოტა კავკასიას“, რომლებმაც ჩემპიონატში ასპარეზობის საშუალებამისცეს საქართველოს სხვადასხვა რაიონშიმცხოვრებ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა დავეტერანებს.

 

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლისშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაუფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლისიმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციისიმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობასაქართველოს მასშტაბით და შშმ პირთასაზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობისდამკვიდრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner