logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: სირცხვილი და თავის მოჭრა!
- +

20 თებერვალი. 2020. 22:14

 

 

არნახული ამაზრზენი სცენა

 

ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან განთავისუფლების "მომენტი" ისტორიაში შევა. არა მისი ბრიყვული განცხადების გამო, არამედ ქართული მედიის, ძირითადად ტელევიზიებისა და რადიოს წარმომადგენელთა არნახული "ზედახორის" გამო - პირდაპირ ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოებში, როგორც არაპროფესიონალიზმის, პრიმიტივიზმის, არაკოლეგიალობის და ელემენტარული უკულტურობის ეტალონური ნიმუში.

 

ოჯახში გაზრდილის შთაბეჭდილებას რომ არ ტოვებდნენ, ეს ერთია. მაგრამ პროფესიას სად ეუფლებოდნენ, ვინ ასწავლიდა პროფესიულ ანა-ბანას, ან ახლა ვინ მოძღვრავს ამ გოგო-ბიჭებს, ვინ ასწავლის არა მარტო კოლეგების გადათელვას, არამედ რესპონდენტისადმი ასეთ თავხედურ ქცევას?

 

ჩემს სამოცწლიან პროფესიულ პრაქტიკაში არ მინახავს ქართული მედიის მხრიდან ასეთი ამაზრზენი სცენა!..

 

ბედნიერი ვარ, რომ ამ "კოჰორტიდან" ვერავინ ვიცანი. ვერც ძველი მეექვსეკორპუსელი და ვერც გთუ-ს ნასტუდენტარი

 

ისე, მათ მასწავლებლებს და ასეთი ქცევის წამქეზებლებს ("ბოსებს") "საჩუქრად" ეკუთვნით აკაკის "გამზრდელი".

 

სირცხვილი და თავის მოჭრა!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner