logo_geo
eng_logo
„მარიამ, ბოლო ოცნება, როგორც უწოდე - ოცნებადვე დაგრჩა...“
- +

13 ივნისი. 2016. 16:02


სტიქიის დროს გარდაცვლილი მარიამ ქუთელიას მეგობარი რეზი სურმავა მარიამს გამოსამშვიდობებელ წერილს უძღვნის.


რეზი სურმავა მარიამთან ერთად გატარებულ დროსა და მათი ინტერესების სფეროს იხსენებს.

 

 

„ბოლოს აიკვიატა ჯორჯ ჰარისონის ,,All Things Must Pass ''. გვიკამათია ათი მცნების გარშემოც „ნუ შეიქმნი კერპებს". კესლევსკის „დეკალოგის" პირველი ნაწილია... ამასწინათ ვუთხარი, რომ თუკი ოდესმე გამიჩნდა სურვილი, წიგნი დავწერო, ეს იქნება წიგნი რობერ ბრესონზე-თქო - რეჟისორზე, რომელსაც ყველაზე ახლობლად მივიჩნევ ჩემი კინოს სამყაროში. მამად, მეგობრად, ძმად... სწორედ ბრესონი და მისი ფილმები მემეგობრებოდნენ. გამომიყვანეს ძალიან მძიმე მდგომარეობიდან, დამაიმედეს, სიცოცხლის აზრი მაგრძნობინეს, და ძალა შემმატეს-თქო. მთხოვა, მერჩია, მისი ფილმებიდან რომელი ენახა. ვურჩიე, „მეოცნების ოთხი ღამე" ნახე... დასრულების შემდეგ მითხრა: „რა მაგარი რეჟისორი ყოფილა, რეზი. მე ყველაფერი გავიგე და სიყვარულსაც სხვა ფერებით შევხედავ აწიო". მამამისზე წერდა ძალიან ხშირად... ხუმრობით მეტყოდა ხოლმე, ხომ არ იცი ფილმები, სადაც მამა-შვილური ურთიერთობებია ასახულიო.. რაც უცებ მომაგონდა, კესლევსკის ,,ვერონიკას ორმაგი ცხოვრება"  იყო... ვითომ კარგად გამოვიძინე დღეს და სიზმარიც ვნახე. ახლა ისღა დამრჩენია, ეს აგრესია თუ რაღაც, ზიზღად წოდებული, მოვიშორო. ნებისმიერ თქვენგანს ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ მაინც გითქვამთ „როგორ ვერ გიტან, ღმერთო" ! ! ! ჰოო... აი, ასე ვარ მე ამ წუთს.. ეს არაა ყალბი თანაგრძნობა. ვის თანავუგრძნო, აღარ ვიცი !!! ... ალბათ დედამისს (ბელა დეიდა), ლიკუნას, მამიდამისს (როგორ გაუბედურდით, ხალხნოოოო)... არც ყალბი გვირილებიან თავშალში ჩაცრემლებული წვეთებია.. დღეს მთელი საქართველო ტირის... ცხოველებიც ტირიან... აი, რა არის ბუნების სასწაული... სამყაროს ძალამ აატირა მთელი საქართველო. ისე, რა ძალა აქვს წყალს, არა?! ხშირად გამიგია ფრაზა „წყლის ძალა მოგცა ღმერთმაო"... (რა სისასტიკეა) ! სისხლიც გაყინა, ცრემლი კი სადღააა.... ყველა ქართველის ცრემლი გმირთა მოედანს შეუერთა ბუნებამ. როგორ არ მემეტები, იცი, იმ ქვეყნისთვის?! ბოლო ოცნება, როგორც უწოდე, ოცნებადვე დარჩა „ინდოეთი მანახეთ და თაგორის მიწაზე დამადგმევინეთ ფეხიო". წყალი ჩადგება თავის გუბეში, მაგრამ დედაშენის გულში შენს ადგილს აღარაფერი ამოავსებს... მინდა, ჩამოვიდე.. (გაგაცილო, თუ ვიცოდე, სად, კაცი არ ვიყო, უბრალოდ, იქ, სადაც აცილებენ ხოლმე). მომენატრები", - წერს რეზი სურმავა.



 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner