2009 წლის 5 მაისს მუხროვანის სატანკო ბატალიონში მომხდარი ე.წ სამხედრო ამბოხისას, სპეცოპერაციის შედეგად ადგილზე ლიკვიდირებული პოლკოვნიკი გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი “Post tv” - ის ეთერში ყვება, თუ რა მოხდა დღეს, ვანო მერაბიშვილის და მისი მეგობრების საკვებ ობიექტში მისვლისას.
„გვქონდა ინფორმაცია, რომ ვანოს თავის მეინახეებთან ერთად, უნდა აღენიშნა მისი ციხიდან გამოსვლა. შევიკრიბეთ მე, ია მეტრეველი, მანანა ვაზაგაშვილი და რამდენიმე ადამიანი. მივედით მათთან შესახვედრად. გვინდოდა ჩვენთვის ჩაეხედა ვანოს. გვაინტერესებდა რას გვეტყოდა. როდესაც ხალხი იძახდა „მკვლელებს“ „ორი გვამი“ და ა.შ ყველა მათგანი შედიოდა ჩუმად, მხოლოდ ბარამიძე გაჩერდა ხალხთან და ჟურნალისტებთან.
- როდესაც კითხეს რატო მოკალით აფრასიძეები? - მან თქვა რომ აფრასიძეები იყვნენ მკვლელები, აუბედურებდნენ ხალხს და ბევრი ადამიანი ყავდათ ჩახოცილი.
- ვკითხე, გიას ხომ იცნობდი, რატომ მოკალი? - თითებით მაჩვენა, შენს ძმას ორჯერ ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაო.
მათ რამდენჯერ ჰქონდათ ამ 7 წლის მანძილზე ეს მცდელობა? უტიფარი და დეგენერატი რომ იყო ვიცოდი, მაგრამ ასეთიც არ მეგონა.
გია გვამი არასოდეს იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა გიას გარდაცვალებიდან, ის კვლავ ცოცხალია. ეგენი კი დღესაც ცოცხალი გვამები არიან,“ - განაცხადა ლია კრიალაშვილმა.