logo_geo
eng_logo
საერთოდ რა ჯანდაბაზეა ეს ფილმი? - დონალდ ტრამპი „პარაზიტისთვის“ „ოსკარის“ გადაცემას აკრიტიკებს
- +

21 თებერვალი. 2020. 11:15

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კინოაკადემიის მიერ სამხრეთკორეული ფილმისთვის „პარაზიტი“ „ოსკარის“ გადაცემა გააკრიტიკა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება კოლორადოს შტატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

რა ცუდი იყო კინოაკადემიის დაჯილდოვება წელს, ნახეთ? და გამარჯვებულია... ფილმი სამხრეთ კორეიდან“,- განასახიერა ტრამპმა წამყვანი.

 

მისივე თქმით, აშშ-ის სამხრეთ კორეასთან საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს.

 

ეს საერთოდ რა ჯანდაბაზე იყო? ჩვენ ისედაც საკმარისი სავაჭრო პრობლემები გვაქვს სამხრეთ კორეასთან და ამ ყველაფრის ფონზე მათ საუკეთესო ფილმის ჯილდო მიანიჭეს?“-განაცხადა ტრამპმა.

 

შეგახსენებთ, „პარაზიტი“ პირველი უცხოური ფილმია, რომელმაც კონოაკადემიის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner