აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კინოაკადემიის მიერ სამხრეთკორეული ფილმისთვის „პარაზიტი“ „ოსკარის“ გადაცემა გააკრიტიკა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება კოლორადოს შტატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„რა ცუდი იყო კინოაკადემიის დაჯილდოვება წელს, ნახეთ? და გამარჯვებულია... ფილმი სამხრეთ კორეიდან“,- განასახიერა ტრამპმა წამყვანი.
მისივე თქმით, აშშ-ის სამხრეთ კორეასთან საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს.
„ეს საერთოდ რა ჯანდაბაზე იყო? ჩვენ ისედაც საკმარისი სავაჭრო პრობლემები გვაქვს სამხრეთ კორეასთან და ამ ყველაფრის ფონზე მათ საუკეთესო ფილმის ჯილდო მიანიჭეს?“-განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, „პარაზიტი“ პირველი უცხოური ფილმია, რომელმაც კონოაკადემიის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.