logo_geo
eng_logo
''პატიმრის თქმით, ალეკო ელისაშვილმა მის ადვოკატს 50 ათასი ლარი მოსთხოვა დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ''
- +

29 თებერვალი. 2016. 13:06


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებობს კონკრეტული პატიმრის წერილი, სადაც ის აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას, მის ადვოკატს მოსთხოვა 50 ათასი ლარი დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ.



ჩემთვის პირადად მოულოდნელი არ არის, მაგრამ გამოძიებამ აუცილებლად უნდა გაარკვიოს ეს ფაქტი, სხვა ფაქტებიც. ჩვენ ოფიციალურად მივიღეთ წერილი პატიმრობაში მყოფი პირისგან, თუმცა, ეს არ არის ერთადერთი წერილი, სადაც ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში სხვადასხვა უკანონო ფაქტებზე არის საუბარი. არის კონკრეტული განცხადება, სადაც კონკრეტული სახელით და გვარით მსჯავრდებული მიუთითებს, რომ ელისაშვილმა მის ადვოკატს მოსთხოვა 50 ათასი ლარი დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ. მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე ჩვენი კომპეტენცია არ არის და ეს უკვე გამოძიებამ, პროკურატურამ უნდა დაადგინოს, უნდა დაკითხოს ეს პირი, მისი ადვოკატი, თავად ელისაშვილი და ამ ბრალდებებზე თავად უნდა გასცეს პასუხი. ეს არის ფაქტები და კონკრეტული განცხადებები და არა ყურმოკრული, ორღობის ჭორები", -განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner