logo_geo
eng_logo
თათია მოლაშვილი: ელენე 2 წლის იყო, სულხანი ეხვეწებოდა, ერთხელ მაკოცნინეთო და არა, ამბავს გაიტანო
- +

21 თებერვალი. 2020. 11:27

 

„სულხანისთვის არასდროს დამისვამს კითხვა, როგორ აწამებდნენ ციხეში, რადგან მერიდებოდა, არ ვაძლევდი თავს უფლებას, არც მას არ უთქვამს ჩემთან არაფერი, მაგრამ ხომ ვგრძნობდი, რაშიც იყო საქმე. სულხანის ინტერვიუებით ვიგებდი ამ ამბებს. ან რა გაგება მინდოდა, ვუყურებდი ჩემს ქმარს, რომელიც ციხიდან სულ სხვა ადამიანი გამოვიდა… სულხანს რომ შეხედავდი, იქ საჭირო იყო რამე კითხვის დასმა?!“ – აცხადებს „აიპრესთან“ საუბრისას სულხან მოლაშვილის მეუღლე.

 

ელენე 1 წლის და 8 თვის იყო, ეხვეწებოდათ, რომ ელენე ეჩვენებინათ, ელენე არ შეიძლება, რადგან ინფორმაციას გაიტანსო…

 

თათია მოლაშვილი იმ დღეს იხსენებს, როცა პირველად ნახა ნაწამები მეუღლის ფოტოები.

 

- თათია, როგორც ვიცი, თქვენ პირველად სწორედ მაია ნიკოლეიშვილმა გადმოგცათ სულხანის წამების ამსახველი ფოტოები…

 

თათია მოლაშვილი: დიახ, მაიამ ჩაატარა ექსპერტიზა… მაიას რიყესთან შევხვდი, მე მაშინ არც ვიცოდი, მაია ვინ იყო. დამირეკა, თქვენთან საქმე მაქვს და ისეთ ადგილას შემხვდი, რომ არავინ დაგვინახოსო. შევხვდით, სულხანი ამ დროს უკვე მეშვიდე საპყრობილეში იყო, იმ პირობებში, რაც წამების ტოლფასი კი არა, წამებაზე უარესი იყო. მაიამ მითხრა, სულხანმა გადმოგცა, კარგად ვარ, არ ინერვიულოსო და უცებ მაძლევს იმ საშინელ ფოტოებს. მე ვუთხარი, ქალბატონო მაია, ამას ჰქვია კარგად ყოფნა-თქო?! ვნახე უკვე, რა დღეშიც იყო სულხანი. მაიას გადაღებული ფოტოები გავრცელდა შემდეგ…

 

ჩვენ არ გვქონდა სულხანთან შესვლის უფლება თითქმის 2 წელი, სულხანი ეხვეწებოდა, ბავშვები მაჩვენეთ, ვაკოცებ ერთხელო… ელენე 1 წლის და 8 თვის იყო, ეხვეწებოდათ, რომ ელენე ეჩვენებინათ, ელენე არ შეიძლება, რადგან ინფორმაციას გაიტანსო… ელენეს ლაპარაკიც კი არ შეეძლო… ეგენი ადამიანები არ იყვნენ…

 

ფაქტი სახეზეა, ვინც დამნაშავეა სულხანის წამებაში და მის ასეთ გაუბედურებაში, ყველა დაუსჯელია დღეს. ისიც კი აწუხებდათ, რომ სულხანი ცოცხალი გადარჩა და სუნთქავდა. სულხანის ლიკვიდაცია ციხეშიც უნდოდათ, უბრალოდ, ვერ მოასწრეს, არ ელოდებოდნენ ასე თუ გახმაურდებოდა სულხანის წამების ფაქტი და მთელი მსოფლიო გაიგებდა.

 

- რატომ ჰქონდათ სულხანის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რა იყო ამის რეალური მიზეზი?

 

- მიზეზი ის იყო, რომ სულხანს ჰქონდა ის ღირებულებები, რაც მათ არ გააჩნდათ. ვერ იტანდნენ ეგენი კაცებს, ქართველებს, მართლმადიდებლებს, ოჯახის მოყვარულ ადამიანებს. თვითონ შვილებს გადაიფარებენ, საკუთარი ტყავის გადასარჩენად.

 

სულხანს ჰქონდა შეთავაზება, გამოდი და თქვი, შევარდნაძე ვაკუუმშია, სრულ ინფორმაციას ვერ ფლობს, ქვეყანაში რა ხდებაო. რევოლუციამდე ურეკავდნენ, მომავალი მაღალჩინოსნები და ეუბნებოდნენ, გადმოდი ჩვენთან, დაადე ხელი შევარდნაძეს, და ყველაფერი კარგად იქნებაო. თანამდებობასაც შეინარჩუნებ და ხელშეუხებელიც იქნებიო, მაგრამ სულხანმა ეს არ გააკეთა. თავის ღირსებას, კაცობას ვერ უღალატა. ქვეყანას ვერ უღალატა.

 

თავი არ დაუხარა არავის და უკან არ დაიხია, გამოაქვეყნა და საჯარო გახადა ის მასალები, რაც სააკაშვილის კორუფციულ გარიგებებზე ჰქონდა, როცა ეს უკანასკნელი იუსტიციის მინისტრი იყო.

 

ესენი: სააკაშვილი, ბოკერია, ადეიშვილი და მერაბიშვილი არაკაცების ხროვაა. მე გთხოვთ, რომ ზუსტად ისე დაწეროთ, როგორც ვამბობ. ეს ჩემი უფლებაა და მე მაქვს ამის უფლება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner