logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: გიგი უგულავას ბრალი უნდა დაუმძიმდეს!
- +

13 ივნისი. 2016. 16:08


კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი მიიჩნევს, რომ ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის გამო თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ბრალი უნდა დაუმძიმდეს, რადგან ახალი გზის მშენებლობა და მდინარე ვერეს გოფრირებულ მილებში ჩასმა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მოხდა. თბილისის მერი კი მაშინ გიგი გუგულავა იყო.


ოქიტაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში გზის მშენებლობის დროს გეოლოგთა პროტესტსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ პროფესიონალების აზრის უგულებელყოფამ მიგვიყვანა დღევანდელ შედეგამდე.


 

„სწორედ ნაციონალების მიერ არის გაკეთებული გმირთა მოედანი, რომელმაც სტიქია გამოიწვია. უგულავას უნდა დაუმძიმდეს ბრალი, იმიტომ, რომ მისი არასწორი გათვლით ასეთი უბედურება მოხდა", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner