logo_geo
eng_logo
„ქმარმა ცოლს დიდი ხანი ხელი არ გაუშვა, ბოლოს მდინარემ ლამაზი, 24 წლის გოგო მაინც გაიტაცა”...
- +

13 ივნისი. 2016. 16:09


სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დაზარალებული სტიქიის შედეგად დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ფოტოს აქვეყნებს და დაზარალებული  ოჯახების ისტორიას წერს.


„გაღმა რომ მწვანე ბუჩქები ჩანს, იქ გუშინ დილით 3 ორსართულიანი სახლი იდგა. სამივე სახლს ბედნიერი დღეები ახსოვს - ღვინის წურვა, მეგობრები, უცხოელი სტუმრები. ერთი სახლი ჩვენი იყო, ჩემი და ლელასი - მამა რეზოს აშენებული, სამეგობროში ცნობილი საქეიფო, „რეზოს მუზეუმად" დარჩენილი, მეორე კუპატაძეების და მესამე მამა გიორგი ჯიბუტის.  ყოველდღიურად იქ მხოლოდ მამა გიორგის შვილი და სიძე ცხოვრობდნენ - ფუსფუსებდნენ, ვარდებს და ხილს უვლიდნენ. წუხელ კი, მოვარდა ვერე და სახლებიანად წაიღო წარსული, გული მაქვს გახეთქილი, ცრემლს ვერ ვიშრობ - ქმარმა ახალგაზრდა ცოლს დიდი ხანი ხელი არ გაუშვა, დიდხანს ებრძოლეს სტიქიას და ბოლოს მდინარემ ლამაზი, 24 წლის გოგო მაინც გაიტაცა................ ის და მისი მეგობარი გოგონა. მამა გიორგის ოჯახის მდუღარება მკლავს.

 

პ.ს. ჩვენც ჩაკეტილები ვართ ლისზე. გზაზე ქვების გროვები დგას და ვერ ჩავდივართ, რომ ჩემი თვალით ვნახო ეს კატასტროფა", - წერს ესმა კუნჭულია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner