ადვოკატი მარინა გაბუნია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ვანო, როგორ გეძინა?
შეიგრძენი თავისუფლების ფასი?
მიხვდი, რას გრძნობდა ყველა ის ადამიანი, ვისაც შენ და შენმა დამქაშებმა ერთ დროს წაართვით ცხოვრება?
კარგია, „გახრიგინებული ნარის“ მერე კომფორტულ საწოლში ძილი, ნესტიანი კედლიდან გაჯი რომ აღარ გხვდება გაღვიძებისას საწოლში ?
ეჰჰჰ... რა საშინელებაა არა, რომ გაიღვიძებ და არ გჯერა, ისევ სახლში რომ ხარ?
არ იდარდო, ნელ-ნელა მიეჩვევი, მაგრამ ვეღარასოდეს დაიბრუნებ სიმშვიდეს! შენივე ბოღმა გაგიმწარებს სულს!
ძალიან დიდხანს გექნება ყურებში „დილის პრავერკის“ დროს რკინის ურდულების გრუხუნის ხმა, მაგრამ ვერაფრით შეცვლი... უბრალოდ, შეეჩვევი!
ისე, გაგიმართლა, სააკაშვილ-მერაბიშვილის რეჟიმის დროს არ მოგიწია არც ციხეში ყოფნა და არც თავისუფლებაზე ხარ შეზღუდული... ისეთ დიდ გულზე ხარ, კამერების წინ აანონსებ „დამხობა“-„გადატრიალებას“... ბოდიშის მოხდაც კი არ გიფიქრია საზოგადოებისათვის!!!
ზუსტად ვიცი, რასაც გრძნობ და არ იმჩნევ, მაგრამ შენგან გამწარებული ქართველი ხალხი არ დაგავიწყდეს... მათ შენვე წაართვი თანაგრძნობის შეგრძნება!“ - წერს მარინა გაბუნია.