logo_geo
eng_logo
NATO-ს წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში ამერიკელი სამხედროები ჩავიდნენ
- +

21 თებერვალი. 2020. 16:32

 

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ამერიკელი სამხედროები ჩავიდნენ. ჯარისკაცები NATO-ს მიერ ევროპაში დაგეგმილ მასშტაბურ წვრთნებში ჩაერთვებიან. მანამდე ბრემერჰაფენის პორტში ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო გემები გაჩერდნენ, რომლებმაც ევროპაში მძიმე ტექნიკა ჩაიტანეს.

 

NATO-ს წვრთნები სახელწოდებით „ევროპის დამცველი 2020“ აპრილი-მაისში გაიმართება. მანევრებში სულ 20 000 ამერიკელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

 

როგორც გერმანიის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, აღნიშნული სწავლებები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე საპასუხოდ იმართება.

 

პარალელურად, 22 თებერვალს გერმანიაში NATO-ს წვრთნების საწინააღმდეგო აქციები გაიმართება, რომელშიც პაციფისტური მოძრაობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner