logo_geo
eng_logo
გვეტაძის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე ეწყობა
- +

21 თებერვალი. 2020. 16:45

 

დიდუბის რაიონში, გვეტაძის ქუჩაზე, დასასვენებელი სივრცე ეწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 800 კვ.მ ფართობზე განხორციელდება.

 

პროექტის ფარგლებში, არსებული ტერიტორია შემოისაზღვრება უსაფრთხოების მოაჯირით, განთავსდება საპარკე სკამები და ურნები, მოეწყობა განათების სისტემა. სივრცის ნაწილი მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, დანარჩენზე კი გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.

 

მოსახლეობის მოთხოვნით, დასასვენებელ სივრცეში საბავშვო მოედანიც განთავსდება, სადაც სხვადასხვა გასართობი ატრაქციონი დამონტაჟდება.

 

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 135 000 ლარია გამოყოფილი.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner