logo_geo
eng_logo
„არგენტინის სახლი საქართველოში“ მიმართვას ავრცელებს
- +

21 თებერვალი. 2020. 18:04

 

 

საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს  ბ-ნ არჩილ თალაკვაძეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ გიორგი გახარიას

თბილისის მერს  ბ-ნ კახა კალაძეს

საქართველოს მასმედიას

 

 

რუსეთის ფედერაციასთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის მიზნით, „არგენტინის სახლს საქართველოში“ მიაჩნია,  განახორციელოს  მასობრივი საერთაშორისო კულტურული და სპორტული ღონისძიებები, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის ფედერაციაში,  რაც  ხელს შეუწყობს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებას!

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციას „არგენტინის სახლი საქართველოში“ (თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი) რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული აქვს მადლობის  წერილი და  წარდგენილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის სპორტის სამინისტროდან, რომელიც თანახმაა,  ქ. სოჭში „სლავა მეტრეველის“ სახელობისა  და ადლერში ოლიმპიურ  „ფიშტის“-ს სტადიონებზე ჩატარდეს ტურნირის მატჩებიც. ტურნირის ორგანიზებაში ჩვენთან ერთად   მონაწილეობას მიიღებს კრასნოდარის მხარის სპორტის სამინისტრო.

 

პროექტში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს - დევიზით: „ფეხბურთი, როგორც დროთა კავშირი მშვიდობისა და მეგობრობისათვის“. ტურნირში მოწვეული იქნებიან არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაის, პარაგვაის, რუსეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდები. აგრეთვე, ტურნირის საზეიმო გახსნასა და დახურვაში, აღნიშნული ქვეყნების მუსიკალური და ხალხური  სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლები და სხვა ღონისძიებები.  მზად ვართ, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად შეგხვდეთ უახლოეს მომავალში და გაგაცნოთ პროექტის მნიშვნელობა.  აგრეთვე, საქართველოს მოსახლეობას მასმედიის საშუალებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner