logo_geo
eng_logo
შვილი მოკლულ მამას, რომლის ცხედარი სარდაფში გადამალა, ახლობლებთან ერთად „ეძებდა“
- +

21 თებერვალი. 2020. 18:05

 

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში, არასრულწლოვანი შვილის მიერ მამის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსისთვის“ დეტალები ხდება ცნობილი.

 

როგორც სოფლის მცხოვრებლებმა განაცხადეს, შვილი მოკლულ მამას, რომლის ცხედარი ეზოში მდებარე სათავსოს სარდაფში თავად გადამალა, მეზობლებსა და ახლობლებთან ერთად „ეძებდა“.

 

შვილს ტელეფონი დაულომბარდებია. მამა იმ დღეს სახლში ნავამი მისულა და ბავშვისთვის უთქვამს, ახლა ნასვამი ვარ და ხვალ დაგელაპარაკებიო. ამის მერე დაუძინია. შვილმა მძინარე მამას ესროლა სანადირო თოფი, ამის მერე მისი ცხედარი სახლის ეზოში მდებარე საწყობის სარდაფში გადამალა, რამდენიმე საათის მერე კი მამამისისმოძებნაოჯახის სხვა წევრებსა და მეზობლებთან ერთად დაიწყო“, - განუცხადა სააგენტოს სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

 

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner