logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო არ დაბრუნდება რუსეთის ორბიტაზე და ეს იწვევს რუსეთის მსგავს ქმედებებს
- +

21 თებერვალი. 2020. 18:19

 

საქართველო არ დაბრუნდება რუსეთის ორბიტაზე და ზუსტად ეს იწვევს ოკუპანტი სახელმწიფოს მსგავს ქმედებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას გამოეხმაურა.

 

კიბერშეტევის გამოძიება არის იმ ერთობლივი მუშაობის შედეგი, რომელსაც საქართველოს საგამოძიებო უწყებები ატარებდნენ, და იმ თანამშრომლობის შედეგი, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაკავშირებს. ამ კიბერშეტევის მიზანი საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა იყო. მინდა მადლობა გადავუხადო პარტნიორებს გაწეული დახმარებისთვის და იმ პოლიტიკური შეფასებებისთვის, რომლებიც გუშინდელ განცხადებას მოჰყვა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ საუბარია არაა მხოლოდ აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე. ამ პროცესში უფრო მეტი ქვეყანა მონაწილეობდა, თუმცა მთავარი როლი საქართველომ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა შეასრულეს. თუმცა ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო მხარდაჭერას ევროპული ქვეყნების მხრიდან. ეს გამოწვევა და საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, არის არა მხოლოდ ერთი სახელმწიფოს პრობლემა, არამედ თანამედროვე, ჰიბრიდული საფრთხე, რომელსაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გავუმკლავდებით. ასეთი კოორდინირებული თანამშრომლობა გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში მსგავსი შეტევის მცდელობები აღვკვეთოთ. საქართველო არ დაბრუნდება რუსეთის ორბიტაზე და ზუსტად ეს იწვევს ოკუპანტი სახელმწიფოს მსგავს ქმედებებს“, - აცხადებს ჩიქოვანი.

 

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ამ ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.

 

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 20 თებერვალს განაცხადეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner