logo_geo
eng_logo
თურქული პრესა საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის შესახებ
- +

21 თებერვალი. 2020. 18:52

 

 

2020 წლის 20 თებერვალს, თურქულმა პრესამ ფართოდ გააშუქა საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის ფაქტი. სტატიებში ნათქვამია, რომ საქართველომ რუსეთი დაადანაშაულა გასული წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის ორგანიზებაში, რამაც დააზიანა სახელმწიფო უწყებების სერვერები. ასევე, აღნიშნულია, რომ ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, ხსენებული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

 

ამასთან, სტატიების თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ზემოხსენებული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებას და მოშლას. ვ. კონსტანტინიდის თქმით, საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას.

 

თურქულმა პრესამ ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებაზე, რომლითაც რუსული მხარე უარყოფს  აღნიშნული კიბერშეტევის ორგანიზებას.

 

https://www.aa.com.tr/tr/dunya/gurcistandan-rusyaya-siber-saldiri-suclamasi/1739903

https://www.trthaber.com/haber/dunya/gurcistana-yonelik-siber-saldiriyi-ruslar-yapti-iddiasi-462112.html

https://www.trthaber.com/haber/dunya/gurcistana-yonelik-siber-saldiriyi-ruslar-yapti-iddiasi-462112.html

https://www.posta.com.tr/gurcistandan-rusyaya-siber-saldiri-suclamasi-2240258

https://www.yeniakit.com.tr/haber/gurcistandan-rusyaya-siber-saldiri-suclamasi-1078235.html

https://www.sondakika.com/haber/haber-gurcistan-dan-rusya-ya-siber-saldiri-suclamasi-12938431/

https://www.memleket.com.tr/gurcistandan-rusyaya-siber-saldiri-suclamasi-2022495h.htm

https://www.mynet.com/gurcistandan-rusyaya-siber-saldiri-suclamasi-tiflis-6235014-myvideo

https://tr.euronews.com/2020/02/21/abd-ingiltere-ve-nato-gurcistan-a-yonelik-siber-saldiridan-rusya-y-sorumlu-tuttu

https://www.milliyet.com.tr/dunya/rusya-gurcistanin-siber-saldiri-suclamalarini-reddetti-6149479

https://www.trtavaz.com.tr/haber/tur/dunya/gurcistana-yonelik-siber-saldiriyi-ruslar-yapti-iddiasi/462112

https://www.karadenizgazete.com.tr/dunya/gurcistan-siber-saldirilardan-rusya-sorumlu/258720

https://berkhaber.com/haber-tueneli/gurcistan-siber-saldirilardan-rusya-sorumlu

https://www.73haber.com/tag/siber-saldiri 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner