logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ეგ ვანო იქნება, რომ განახებთ სეირებს... ღიად და ბლუკუნ-ბლუკუნით
- +

21 თებერვალი. 2020. 18:59

 

„ნაციონალური რეჟიმის“ დროს მოკლული აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განაცხადს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„ეს ცირკის „სასტავი“, გაერთიანებულ ოპოზიციას რომ უწოდებს თავს და - მერაბიშვილთან არ დავსხდებითო, - რომ აცხადებენ, კი მაგრამ, სააკაშვილთან და ბოკერიასთან სხედან და მერაბიშვილმა ვითომ რა დააშავა? თან იმას კი არ ამბობენ, რომელ პარტიაშიც იქნება, იმას არ დაველაპარაკებოთო, არა - მაგიდასთან არ დავსხდებითო. მთელი ცხოვრება ამ ვირეშმაკებს ვუყურებ, როგორ აყრიან ხალხს თვალში ნაცარს და მაინც კიდევ მიკვირს ხოლმე უტიფრობა. გიტყდებათ ღიად ვანო, თორემ ფარდის უკან ყველაფერს იკადრებთ, არა? ეგ ვანო იქნება, რომ განახებთ სეირებს... ღიად და ბლუკუნ-ბლუკუნით“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე სასაუბროდ, მოლაპარაკების მაგიდასთან, ვანო მერაბიშვილთან ერთად არ დასხდებიან.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner