logo_geo
eng_logo
ლეონიდ სლუცკი: საქართველომ უარი უნდა თქვას ტერმინ ოკუპაციაზე, რაც არ შეესაბამება არსებულ მდგომარეობას
- +

22 თებერვალი. 2020. 00:35

 

 

რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, საქართველომ უარი უნდა თქვას ტერმინ ოკუპაციის გამოყენებაზე, რაც არ შეესაბამება არსებულ მდგომარეობას და დავიწყოთ საუბარი ურთიერთობის დალაგებაზე.

 

ამის შესახებ ლეონიდ სლუცკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„პირველ რიგში, ეს ეხება ეკონომიკას და კულტურას. სხვათა შორის, ბევრი ქართველი პოლიტიკოსი იზიარებს ამ მიდგომას. კამერის წინ კონკრეტული გვარების ჩამოთვლით მათი დასმენა გამომივა. მათ შესახებ ისედაც ცნობილია და ისინი საკუთარ შეხედულებებს ჯიბეში არ ინახავენ.

 

ერთმანეთზე იარლიყის მიკერების პოლიტიკა და, ჩვენი აზრით, არაობიექტური ტერმინების გამოყენება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგებას ხელს ვერ შეუწყობს. საპარლამენტო პლატფორმა ქვეყნებს შორის დიალოგისთვის საუკეთესო საშუალებაა. ეს კონტაქტი უნდა იყოს იმდენად კონსტრუქციული, რამდენადაც ამის შესაძლებლობას დღეს არსებული ვითარება გვაძლევს“, - განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner