ლია კრიალაშვილის განცხადებით, მისი ძმის, პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის მკვლელობის საქმეზე ვანო მერაბიშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს.
„პროკურატურისგან მოვითხოვ, სასწრაფოდ იქნეს გიას საქმე დასრულებული და ვანოს წაუყენონ. ვანომ უნდა მოიხადოს სასჯელი გიას მკვლელობის დაკვეთის გაცემაზე“ – განაცხადა ლია კრიალაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“
მისივე თქმით, მისი ძმის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით პირველი დავალება მიხეილ სააკაშვილისგან მოდიოდა, რომელიც შემდეგ ვანო მერაბიშვილმა შეასრულებინა.
„ეს მხოლოდ ვანოს არ ეხება. მკვლელობის პირველი ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა, როცა თქვა, რომ გია კრიალაშვილი საქართველოს მიწაზე არ უნდა დადიოდეს და მიწიდან ამოიღეთო. ეს უკვე იყო მკვლელობის, ლიკვიდაციის მითითება. ვანომ კი მკვლელობა დაუკვეთა სპეცრაზმს და თავის გოშიებს და შესრულდა ეს ბრძანება, ვანომ მიიღო 1 გვამი 2-ის სანაცვლოდ“ – განაცხადა ლია კრიალაშვილმა.