შვეიცარიის პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგა, რომელსაც 14 მაისს 60 წელი უსრულდება, თავის დაბადების დღეზე ეპატიჟება ყველა იმ პირს, ვისაც იმავე დღეს 60 წელი შეუსრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „Sky News“ ავრცელებს.
წვეულება შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საღამოზე დაპატიჟებულია ყველა ის პირი, ვისაც 14 მაისს 60 წელი შეუსრულდება. შვეიცარიის პრეზიდენტმა ასევე გაავრცელა მოსაწვევი ბარათები, რომლებზეც მისი ახალგაზრდობის სურათია და შემდეგი შინაარსის ტექსტი: „2020 წლის 14 მაისს 60 წელი გისრულდებათ? გეპატიჟებით, რათა ერთად აღვნიშნოთ დაბადების დღე“.
ადამიანებმა, ვინც ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ, რეგისტრაცია შვეიცარიის მთავრობის ვებგვერდზე უნდა გაიარონ.