logo_geo
eng_logo
შვეიცარიის პრეზიდენტი დაბადების დღეზე ეპატიჟება ყველას, ვისაც 14 მაისს 60 წელი შეუსრულდება
- +

22 თებერვალი. 2020. 11:20

 

შვეიცარიის პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგა, რომელსაც 14 მაისს 60 წელი უსრულდება, თავის დაბადების დღეზე ეპატიჟება ყველა იმ პირს, ვისაც იმავე დღეს 60 წელი შეუსრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „Sky News“ ავრცელებს.

 

წვეულება შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საღამოზე დაპატიჟებულია ყველა ის პირი, ვისაც 14 მაისს 60 წელი შეუსრულდება. შვეიცარიის პრეზიდენტმა ასევე გაავრცელა მოსაწვევი ბარათები, რომლებზეც მისი ახალგაზრდობის სურათია და შემდეგი შინაარსის ტექსტი: „2020 წლის 14 მაისს 60 წელი გისრულდებათ? პატიჟებ, რათა ერთად აღვნიშნოთ დაბადების დღე“.

 

ადამიანებმა, ვინც ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ, რეგისტრაცია შვეიცარიის მთავრობის ვებგვერდზე უნდა გაიარონ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner