logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სიგარეტის ფასი, შესაძლოა, 30 ლარამდე გაიზარდოს
- +

22 თებერვალი. 2020. 12:00

 

ექსპერტი გია აბაშიძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში სიგარეტის ფასი გაცილებით მოიმატებს, ვიდრე ეს ფინინსთა მინისტრმა დააანონსა.  

 

მწეველთა საყურადღებოდ!

სიგარეტის ფასი არ გახდება 15 ლარი უახლოეს მომავალში. 2024 წლისთვის ერთ კოლოფზე აქციზი უნდა გახდეს 1.8 ევრო, ანუ 6 ლარი (ეს ამჟამინდელი კურსით). ამას დავუმატოთ სიგარეტის ფასი. გამოდის +/- 10 ლარი, სავარაუდოდ.

 

თუ ლარი გაუფასურდა, შეიძლება 1 კოლოფი +/- 30 ლარიც გახდეს
ასე რომ, გავიჯანსაღოთ ცხოვრება“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, რომ ფინანთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი, სავარაუდოდ, 15 ლარამდე გაიზრდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner