logo_geo
eng_logo
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი კადრები ვრცელდება
- +

22 თებერვალი. 2020. 14:57

 

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ Facebooc-ზე ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, ჩანაწერი იმ ბარის მიმდებარე ტერიტორიას ასახავს, სადაც ინციდენტი მოხდა და მასში კარგად ჩანს, რომ კობიაშვილს რამდენიმე ადამიანი დაუპირისპირდა.

 

ამ კადრებში ჩანს, თუ როგორ სცემს 5 ადამიანი მერაბ კობიაშვილს. აქ ჩანს, თუ როგორ წააქცევენ და ზემოდან ურტყამენ გამეტებით ფეხებს და ხელებს. ასე ჩანს, რომ ვერსია - თითქოს მხოლოდ ერთი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ, არის არასწორი. ამ და დანარჩენ კადრებში ნათლად ვხედავთ, თუ როგორ გრძელდება კობიაშვილის ცემა მაშინ, როცა ის ცდილობს გაეცალოს მოძალადეთა ჯგუფს.

 

შესაბამისად, ვერსია, თითქოს, მერაბ კობიაშვილს მხოლოდ იარაღის სროლის შემდეგ სცემეს, არასწორია! ასევე არასწორია ვერსია, თითქოს, მას მხოლოდ ერთი ადამიანი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ!

 

ამ კადრებით სრულად დასტურდება დაცვის მხარის პოზიციის სისწორე. სრულად დგინდება, რომ მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც მერაბ კობიაშვილმა მითხრა, როცა მას მცხეთის იზოლატორთან შევხვდი“,- წერს კაკაბაძე.

 

ინციდენტი გუდაურში 16 თებერვალს მოხდა. რა დროსაც, ერთი ახალგაზრდა მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს. მას პატიმრობა შეეფარდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner