„კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება მისი მეზობელი ქვეყნებისთვის სერიოზული პრობლემაა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები იზრდება, რაც მეზობელი ქვეყნებისთვისაც საფრთხის შემცველია.
„ირანში, სამწუხაროდ, რთულდება ეპიდსიტუაცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დღევანდელი მონაცემებით, ირანში, ქალაქ ყუმში, არის გარდაცვალების ორი და ინფიცირების რამდენიმე ათეული შემთხვევა. ასევე, სხვა წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ გარდაცვალების რაოდენობა არის ხუთი, ხოლო ინფიცირების - რამდენიმე ასეული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.