logo_geo
eng_logo
გიორგი ტატუნაშვილი: უფრო და უფრო აუტანელი და მტკივნეული ხდება ჩემი შვილის გახსენება
- +

22 თებერვალი. 2020. 21:38

 

 

“რაც დრო გადის, უფრო და უფრო აუტანელი და მტკივნეული ხდება ჩემი შვილის გახსენება, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა მისი შვილის მკვლელობიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„ყველასთვის კარგად არის ცნობილი, როგორ უღმერთოდ იყო ჩემი შვილი ნაწამები და მოკლული ოსი სეპარატისტების მიერ. რა თქმა უნდა, თუ არა რუსი ოკუპანტების ხელის შეწყობა, მაგდენს ვერ გაბედავდნენ. რაც დრო გადის, უფრო და უფრო აუტანელი და მტკივნეული ხდება ჩემი შვილის გახსენება. უფრო გვიჭირს არჩილის გარეშე. უფრო აუტანელია ის, რომ არც ერთი დამნაშავე დასჯილი არ არის. ხელი არ მიუწვდება ჩვენს მთავრობას დამნაშავეებზე, რომ პასუხი აგებინონ. კი არიან პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ რა აზრი აქვს, დადიან თავისუფლად“, – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან დღეს ორი წელი გავიდა. იგი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, რის შემდეგაც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. ამ პერიოდის განმავლობაში, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner