„ორი გვამი“ კი არაა, თვითონ ავტორია კონტექსტიდან ამოღებული,“ - ამის შესახებ „Post tv” - ის ეთერში საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურია განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას, არაერთი ოჯახი განადგურდა.
„მეხსიერებას ვერ წაშლიან, როგორი პროპაგანდაც უნდა აამუშაონ. ქვეყანაში არ დატოვეს ოჯახი, სადაც მინიმუმ არ გაამწარეს. საშინელი ტრაგედიები ტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში. ვანოს სიძლიერე და ამათი ვითომ შეუდრეკლობა იყო ფასი ამ ადამიანების უბედურებისა. ამ ქვეყანაში ანადგურებდნენ ოჯახებს, ხალხს და ეს იყო რითაც აშინებდნენ,“ - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.