სუპერთასის შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება. ისტორიაში პირველად კი, მას ასისტენტობას ქართველი ქალი მსაჯი ქეთევან გაიპარაშვილი გაუწევს.
23 თებერვალს, საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მატჩი გაიმართება. ერთმანეთს თბილისური კლუბები, 2019 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონი „დინამო“ და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „საბურთალო“ შეხვდებიან.
სუპერთასის ეგიდით ეს თბილისური კლუბების პირველი დაპირისპირება იქნება. ორივე კლუბი გადამწყვეტი მატჩისთვის და სეზონის წარმატებით განახლებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.