logo_geo
eng_logo
სირია საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრება
- +

23 თებერვალი. 2020. 00:31

 

 

ნებისმიერ თვითმფრინავს, რომელიც სირიის საჰაერო სივრცეს დაარღვევს, საჰაერო თავდაცვის ძალები ჩამოაგდებენ. ამის შესახებ სააგენტო SANA გენერალური სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დამასკო საჰაერო სივრცის დარღვევის ნებისმიერ შემთხვევას ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიად განიხილავს, რასაც სათანადო რეაგირება მოჰყვება.

 

წყაროს თქმით, ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელიც სირიის საჰაერო სივრცეს დაარღვევს, სირიის სამიზნე გახდება და განადგურდება.

 

სირიაში, კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება. გაერო-ს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების გამო, პირველი დეკემბრიდან იდლიბში თავისი სახლის დატოვება 800 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner