logo_geo
eng_logo
გაერო: ბოლო ათწლეულის განმავლობაში ავღანეთში 100 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
- +

23 თებერვალი. 2020. 00:53

 

 

2019 წელს ავღანეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს 3 400 მშვიდობიან მოქალაქეზე მეტი ემსხვერპლა. ამის შესახებ Deutsche Welle გაეროს ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

 

ავღანეთში გაეროს დახმარების მისიის ინფორმაციით, ამავე წელს დაჭრილების რაოდენობამ 6 989-ს მიაღწია. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მკვლელობების და დაჭრების 62% ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალების შეტევებით იყო გამოწვეული.

 

ორგანიზაცია ასევე იუწყება, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, მშვიდობიანი მოსახლეობის შორის მსხვერპლის რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.

 

დღესვე ავღანეთში დაჯგუფება „თალიბანსა“ და ქვეყნის მთავრობას შორის 7-დღიანი სამშვიდობო შეთანხმება ამოქმედდა. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ეს ქვეყანაში ძალადობის დონეს შეამცირებს. ამასთან, ცნობილია, რომ „თალიბანსა“ და აშშ-ს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი 29 თებერვალს მოეწერება.

 

2001 წლის ერაყის ომის შემდეგ „თალიბანი“ უარს ამბობდა პირდაპირ მოლაპარაკებებზე ავღანეთის ხელისუფლებასთან. გასული წლის სექტემბრის დასაწყისში დაჯგუფება „თალიბანსა“ და აშშ-ს შორის ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი მოლაპარაკება „თალიბანთან“ მკვდარია. „თალიბანში“ კი დაიმუქრნენ, რომ აშშ მოლაპარაკებების შეწყვეტას ინანებს. მოლაპარაკებების განახლება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტის დროს დააანონსა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დეკემბერში განახლდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner